"დღეს არის ბედნიერი დღე - 1600 ბავშვი მოინათლა" - კვირის პალიტრა

"დღეს არის ბედნიერი დღე - 1600 ბავშვი მოინათლა"

"დღეს არის ბედნიერი დღე, 1600 ბავშვი მოინათლა"

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 1600-მდე ბავშვი გახდა.

ნათლობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველო კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია II შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.

"დღეს არის ბედნიერი დღე. 1600 ბავშვი მოინათლა. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მსოფლიო" , - განაცხადა პატრიარქმა.