"ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის... სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ვალ საფ­ლავ­ზე..." - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის... სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ვალ საფ­ლავ­ზე..."

2001 წლის 26 ივლისს, ქართული ტელეჟუნალისტისკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეწამყავნი გიორგი სანაია მოკლეს. მკვლელობის რეალური მოტივი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით, ამ ტრაგედიის მიზეზი იმჟამინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო.

გიორგის გარდაცვალებას პოსტი მისმა ძმამ, ასევე ტელწამყვანმა ვახო სანაიამ მიუძღვნა.

"კიდევ ერთი 26 ივლისი მოვიდა. ყველაზე მძიმე დღე ჩვენი ოჯახისთვის. გიორგის მკვლელობის დღე. 20 წელი გავიდა. სამწუხაროდ, ვერ გავალ საფლავზე, რადგან გიორგის გვერდით რამდენიმე თვის წინ მამაჩემი დავკრძალეთ, რომლის სიკვდილს ვერაფრით შევეგუე. ვიცი, საშინელებაა, მაგრამ მას შემდეგ ვერ მივდივარ იქ. ვერ ვიპოვე ძალები. ალბათ ოდესმე შევძლებ". - წერს ვახო სანაია.