სამოქალაქო აქტივისტებმა მოძრაობა "20 ივნისი" დააფუძნეს - კვირის პალიტრა

სამოქალაქო აქტივისტებმა მოძრაობა "20 ივნისი" დააფუძნეს

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში, სამოქალაქო მოძრაობა "20 ივნისის" საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, ორგანიზაციის სახელწოდება, სწორედ მათი პოლიტიკური აქტივობებიდან გამომდინარეობს, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე საჭიროა ჯანსაღი, ეროვნული ძალების გაჩენა. ამასთან, ფავლენიშვილის განცხადებით, მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებული ოლიგარქიული და ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც საქართველოს განვითარების საშუალებას არ აძლევს.

"ჩვენს მოძრაობას ჰქვია "20 ივნისი, რაც სიმბოლურია იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური აქტივობაც სწორედ, 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო. ის მიზნები, რაც გვაქვს და რაც არის, 20 ივნისის იდეალი აუცილებლად იქნება შესრულებული ჩვენი თაობის მიერ. ეს არის საქართველოს დეოკუპაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მთავარი საფრთხე, მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ოლიგარქიული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე არ აძლევს საშუალებას, რომ პროგრესი იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გაძლიერდეს და პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ რუსული უშიშროების სქემით მოქმედებს და აფერხებს სახელმწიფოს განვითარებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზანი არის ამ რეჟიმის დასრულება", - განაცხადა ფავლენიშვილმა.