ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალშია - კვირის პალიტრა

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალში შავდათუაშვილი იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება.

ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა. მერვედფინალში მან ჯიბუტის წარმომადგენელი ადამ ალექსანდრ ჰუსეინი ასევე ვაზარით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ლაშა შავდათუაშვილმა კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში კორეელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში დაძაბული ბრძოლის შემდეგ გაფრთხილებებით დაამარცხა.