"სანამ უახლოეს ადამიანს არ შეეხო იქამდე ვერ ვიგრძენი..." - კვირის პალიტრა

"სანამ უახლოეს ადამიანს არ შეეხო იქამდე ვერ ვიგრძენი..."

ცნობილი ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კერძო შემთხვევაზე წერს, როცა კოვიდპაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად ძვირადღირებული მედიკამენტი, ტოცილიზუმაბი გახდა საჭირო, რომელიც პაციენტს საკუთარი სახსრებით აყიდინეს.

"ციტოკინური შტორმი, ახლობელი კლინიკაში, ყველა პარამეტრით (მაღალი C რეაქტიული ცილა, CPAP რეჟიმი, დექსამეტაზონი, 200 IL-6, ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არა, კტ 22 ქულა…) ტოცილიზუმაბის გამოყენების კლინიკური და ლაბორატორული ჩვენება…ზარი კლინიკიდან ოჯახში, თავად მოიტანეთ მედიკამენტი, საჭირო დოზის ფასი 5000 ლარი. დღეს პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უკეთესი! არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ, მძიმე გამოსავალი "გარანტირებულია". არ მიკვირს, რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი

ასეთი ადამიანების გადასარჩენად, დროა ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!... სანამ უახლოესს ადამიანს არ შეეხო იქამდე ვერ ვიგრძენი" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი, რომელსაც კომენტარებში სხვა ექიმებიც ეთანხმებიან.

"რატომ არ შედის კოვიდ-თერაპიაში? ხომ მოუწოდებენ კლინიკებს გამოიყენონ?

რატომ უკეთდება მასიურად ყველას კტ? რატომ გადაჰყავთ ბინიდან და კოვიდ-სასტუმროდან მსუბუქი, ასიმპტომური ფორმები კტ-ზე, როცა ეს თანხა შეიძლება ბევრად უფრო ჭკვიანურად მოახმარო ხალხს? სად არის ლოგიკა?" - წერს კომენტარებში ექიმი თამარ ჟამურაშვილი.