ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოსტმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან ვაზარით დამარცხდა.

ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა. მერვედფინალში მან ჯიბუტის წარმომადგენელი ადამ ალექსანდრ ჰუსეინი ასევე ვაზარით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ლაშა შავდათუაშვილმა კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში კორეელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში დაძაბული ბრძოლის შემდეგ გაფრთხილებებით დაამარცხა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები