"გარკვეული გაუგებრობა იყო, როცა ზოგიერთი პაციენტის ოჯახი იძულებული გახდა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი თავად შეეძინა - ეს მიუღებელია და საკითხს ცალკე შევისწავლით"
26-07-2021
"გარკვეული გაუგებრობა იყო, როცა ზოგიერთი პაციენტის ოჯახი იძულებული გახდა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი თავად შეეძინა - ეს მიუღებელია და საკითხს ცალკე შევისწავლით"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების ხარჯს მთლიანად სახელმწიფო ფარავს.

გაბუნია გაუგებრობას უწოდებს შემთხვევებს, როცა პაციენტებს საკუთარი ხარჯებით მოუწიათ მედიკამენტების შეძენა. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ საკითხებს ისინი შეისწავლიან.

"დელტა" შტამის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება, საბედნიეროდ, შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავაც მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმისაა, თუმცა მძიმე და შედარებით გახანგრძლივებულ მიმდინარეობასაც აღწერენ კლინიცისტები "დელტა" შტამის ცირკულაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამკურნალო მედიკამენტებს, სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს კოვიდინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს,
ეს იქნება ბინაზე, კოვიდსასტუმროში, თუ ჰოსპიტალში. ბოლო პერიოდში იყო დიდი აქცენტი "ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი რეკომენდებული მედიკამენტია. საქართველოს გაიდლაინშიც არის ეს მედიკამენტი უკვე შეტანილი ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული ეტაპებიდან და ამ მედიკამენტების გამოყენება სპეციალური ჩვენებით ხდება იმ შემთხვევაში, როცა ეს არის ნაჩვენები.

რაც შეეხება მის
ანაზღაურებას, ამ ანაზღაურებას გამონაკლისის გარეშე, პროგრამა ფარავს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ანაზღაურებას. ვფიქრობ, გარკვეული გაუგებრობა იყო იმასთან დაკავშირებით, როცა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პაციენტის ოჯახი იძულებული გახდა შეეძინა მედიკამენტი თავად, პირადი ფინანსური უზრუნველყოფით. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის სრულად მიუღებელია, ამ საკითხებს ცალკე, ბუნებრივია, შევისწავლით. კლინიკებთან გვქონდა ამაზე სპეციალური შეხვედრა, წერილობითაც ინსტრუქცია გაცემულია, "ტოცილიზუმაბი" გამონაკლისი არ არის სიაში, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მისი დაფინანსება ხდება ფაქტიური ხარჯის საფუძველზე. ყველა მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ძვირადღირებულია, ამიტომ ამ შემთხვევაში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია", - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება უშუალოდ "დელტა" შტამს, როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ყველა შემთხვევაში არ ხდება "დელტა" შტამის დადგენა, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა თითქმის ნახევარს, "დელტა" შტამი აქვს.

"თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დაახლოებით, 20% იყო ცირკულაციაში, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნებში თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ დელტა შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია", - განაცხადა გაბუნიამ.
!!!
26 ივლისი 2021 17:47
დაუბრუნეთ გადახდილი თანხა ვისაც მიატანინეს!!!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები