რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა
26-07-2021
რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა
რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, მას ქვეყანაში შემოსვლისას საპასპორტო კონტროლის გავლის დროს რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებია.

"აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში
ჩამოსვლას აპროტესტებდა, რადგან, მათი თქმით, მომღერალს დარღვეული აქვს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები