პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილების განხილვა დაიწყო, რომლის საფუძველზეც მოპედის მართვისთვის მართვის მოწმობის აღება ხდება საჭირო
26-07-2021
პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილების განხილვა დაიწყო, რომლის საფუძველზეც მოპედის მართვისთვის მართვის მოწმობის აღება ხდება საჭირო
ორწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაუბრუნდა.

ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები შს სამინისტრომ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე მოპედების რეგისტრაციას უკავშირდება. მოქმედი კანონით, მოპედების რეგისტრაცია არ ხორციელდება და მისი მართვისთვის მართვის მოწმობა საჭირო არ არის. ინიცირებული პროექტით, სწორედ მოპედებთან დაკავშირებით მართვის მოწმობას ახალი - AM კატეგორია ემატება. ასევე ხდება A2 კატეგორიის დამატება, რაც არის საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები.

მოპედების მართვის
საშუალება ექნებათ პირებს, რომელთაც 16 წელი შეუსრულდებათ და მართვის მოწმობის ასაღებად შესაბამისს გამოცდას ჩააბარებენ. საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა კი, 18 წლიდან იქნება შესაძლებელი.

ამავე ცვლილბებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს
ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.

ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები