"ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია და ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს"
"ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია და ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს"
ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, დიდუბის მახლობლად მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია.

ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმის, ნანა ჩხიკვაძის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

"კლინიკაში შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 21 წლის მამაკაცი, რომელსაც დაეჯახა მატარებელი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. აღენიშნება მარჯვენა მტევნის არეში სისხლმდენი ჭრილობა. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგად ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა იმყოფება ჩვენი დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა ექიმმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები