საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო - კვირის პალიტრა

საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. მაგისტრანტობის კანდიდატებს დღეს წაკითხულის გააზრება-ანალიტიკურ წერაში აქვთ გამოცდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდები 30 ივლისს დასრულდება.

"2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი: 28 ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა; 29 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 30 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც ჩატარდება.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.