საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე პერიოდში კორონავირუსისგან 1335 ადამიანი გამოჯანმთელდა.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 250-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამასთან, ვირუსს გასულ ორ დღეში კიდევ 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების დროიდან ვირუსით ოკუპირებულ რეგიონში 294-ს ადამიანი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტი 559 ადამიანს ჩაუტარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 189 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 65 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 51-ის - საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 24, გაგრაში - 52, ტყვარჩელში - 18.