"ასე მეგონა, რომ ბოლოჯერ ვსუნთქავდი..." - სალომე შარვაძე მეექვსე დღეა, კოვიდს ებრძვის - კვირის პალიტრა

"ასე მეგონა, რომ ბოლოჯერ ვსუნთქავდი..." - სალომე შარვაძე მეექვსე დღეა, კოვიდს ებრძვის

მსახიობ სალომე შარვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც თავად ყვება ინსტაგრამზე ატვირთულ ვიდეოში, მეექვსე დღეა კოვიდს ებრძვის და საკმაოდ რთულ ფორმებში აქვს. "ისე ცუდად ვიყავი, მეგონა, ბოლოჯერ ვსუნთქავდი", - ამბობს მსახიობი და საუბრობს აცრის მნიშვნელობაზე, რადგან მის გარშემო ყველას გაურთულდა, ვინც აცრილი არ არის. მათ შორის, მასაც - სალომეს თქმით, აცრა ვერ მოასწრო, რადგან უთხრეს, რომ ალერგიულია და სანამ საჭირო გამოკვლევებს გაიკეთებდა აცრამდე, სწორედ მაშინ დაინფიცირდა.

წყარო იხილეთ ვიდეო: