მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ადიდებულმა მდინარემ სრულად ან ნაწილობრივ გაანადგურა როგორც შიდასასოფლო გზები, ისე ცენტრალური გზის ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზები
მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ადიდებულმა მდინარემ სრულად ან ნაწილობრივ გაანადგურა როგორც შიდასასოფლო გზები, ისე ცენტრალური გზის ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზები
მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. მესტიის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ადიდებულმა მდინარემ სრულად ან ნაწილობრივ გაანადგურა როგორც შიდასასოფლო გზები, ისე ცენტრალური გზის ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი სრულად განადგურდა, რის გამოც სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე, კალა-იფარის მონაკვეთზე, მდინარე ენგურმა ხიდს მარცხენა ბურჯი გამოურეცხა, რის გამოც, ყველა სახის
ავტოტრანპსორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე აიკრძალა.

მესტიის მერიის ინფორმაციით, უშგულში ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, შენობებს.

სოფელ მულახში ადიდდა "ხერაშის" ღელე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლებელია.

სოფელ ბეჩოს დაზიანდა საავტომობილო გზა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სოფელ იფარში, მდინარე
ლასილურამ სოფლის სავარგულებისკენ მისასვლელი გზა სრულად წალეკა. ადგილობრივები ვერ ახერხებენ საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც საქონელი ჰყავთ დატოვებული.

ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

მესტიის მერიის განცხადებით, ზარალის შესწავლა და დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
27-09-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები