"გაგვიჩნდა დაცვის სერიოზული ფარი, ესაა ვაქცინაცია - დანაშაულის ტოლფასია, რომ ადამიანმა არ გამოიყენოს"
"გაგვიჩნდა დაცვის სერიოზული ფარი, ესაა ვაქცინაცია - დანაშაულის ტოლფასია, რომ ადამიანმა არ გამოიყენოს"
ვაქცინა 2020 წლის შემოდგომაზე არ არსებობდა. ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია, რომ დღეს ადამიანმა არ გამოიყენოს ეს და ამით ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს და შემდეგ საზოგადოებას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვებინარზე განაცხადა.

დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობა კულუმბეგოვი საყურადღებოს უწოდებს და საზოგადოებას მოუწოდებს აიცრან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დღეში, ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზარდოს და ავიდეს, დაახლოებთ 25 000-მდე.

"რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ძალიან საყურადღებოა. რაც განგვასხვავებს მეორე ტალღისგან, ეს არის, გაგვჩინდა დაცვის
სერიოზული ფარი, რომელიც ხელში გვიჭირავს თითოეულ ჩვენგანს და ესაა ვაქცინაცია. ამის რესურსი 2020 წლის შემოდგომაზე არ არსებობდა და ვფიქრობ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი, რომ ადამიანმა არ გამოიყენოს ეს და ამით ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს და შემდეგ საზოგადოებას. ახლა ყველა პრეტენზიული ადამიანისთვის მორგებული ვაქცინის არჩევანი და
მენიუ გვაქვს ქვეყანაში. ძალიან კარგია ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვაქცინების რაოდენობის ყოველდღიური მატებაა, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ გვინდა, რომ კიდევ უფრო ინტენსიური იყოს, დღეში 20-25 ათასი ვაქცინირებული იყოს და ამ ვაქცინების გამოყენება არ გადანაწილდეს 2-3 თვეზე - ეს იქნება ძალიან ცუდი ტენდენცია", - თქვა კულუმბეგოვმა.

მისივე განმარტებით, კორონავირუსის "დელტა" შტამის შემთხვევაში, რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია.

"რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთმა გამოაქვეყნა მათი საანგარიშო მოხსსენება რეინფიცირების რისკების თაობაზე და მათ ნახეს, რომ "დელტა" ვარიანტს "ალფა" ვარიანტთან შედარებით, დაავადების გადატანიდან 6 თვის შემდგომ, 1,5-ჯერ მეტი რეინფირების რისკი აქვს, ვიდრე "ალფა" ვარიანტს", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
27-09-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები