ვაქცინაციის პორტალზე "ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო - კვირის პალიტრა

ვაქცინაციის პორტალზე "ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო

ვაქცინაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე "ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში ადგილების მნიშვნელოვანი მატება განხორციელდება.

ამის შესახებ გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინების დოზების დამატებისთვის მზადება მიმდინარეობს.

"ფაიზერის" დოზები მუდმივად, ყოველდღიურად ემატება. მზადდება ადგილების მნიშვნელოვანი მატება ერთი კვირის განმავლობაში", - განაცხადა გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, booking.moh.gov.ge-ზე ამ დროისთვის "ფაიზერის" არცერთი დოზა განთავსებული არ არის. საიტის მონაცემებით, "სინოვაკის" 91 706 დოზაა გამოტანილი, "სინოფარმის" - 106 974 დოზა, ხოლო "ასტრაზენეკას" – 19 743 დოზა.

"ინტერპრესნიუსი"