საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განმარტებას აკეთებს - კვირის პალიტრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი "მთავარ არხთან" დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამასობაში კიდევ ერთი გადაუმოწმებელი და ყალბი "ნიუსი" გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ 10 საათის შემდეგ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმებაზე.

"ამჯერად ასეთი ამბავია: "მთავარი არხის" ე.წ. გაყიდვების სახლის საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 23 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინებს 27 ივლისს 11:11 საათზე.

რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ კომპანიას, მისი საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 21 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინებს 22 ივლისს.

ინფორმაციაში ნახსენები კომპანიის შემოწმების ბრძანება გამოცემულია და ელექტრონულად გაგზავნილი 2 დღით ადრე და არა 10 საათის შემდეგ. გაუგებარია ან ამით რისი დამტკიცების მცდელობას აქვს ადგილი, მაგრამ თავად მოწოდებული ინფორმაციაც არის ტყუილი", - წერს ფინანსთა მინისტრი სოციალურ ქსელში.