"ვფიქრობდი, ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა"
"ვფიქრობდი, ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა"
21 წლის ლაშა ბე­ქა­უ­რი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნია. მან ფი­ნალ­ში გერ­მა­ნე­ლი გერ­მა­ნე­ლი მე­ტო­ქე, ედუ­არდ ტრი­პე­ლი და­ა­მარ­ცხა. ლაშა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში რუს მე­ტო­ქეს და­უ­პი­რის­პირ­და და სწო­რედ მას­თან გა­მარ­ჯვე­ბით მო­ი­პო­ვა ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი. გთა­ვა­ზობთ ინ­ტრე­ვი­უს ფრგმეტს ლა­შას მა­მას­თან, ბა­ტონ გელა ბე­ქა­ურ­თან, რო­მე­ლიც mshoblebi.ge-მ 2 წლის წინა ჩა­წე­რა. მა­შინ, რო­დე­საც ნა­სა­უ­ში მიმ­დი­ნა­რე ახალ­გაზ­რდა ძი­უ­დო­ის­ტთა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 18 წლის არ­ხი­ლოს­კა­რო­ე­ლი ლაშა ბე­ქა­უ­რი 90 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭა ამ გა­მარ­ჯვე­ბით.

-
ცხა­დია, მამა ხართ და მის ორ­თაბ­რძო­ლებს უყუ­რებთ და დედა ადევ­ნებს თვალს?

- დიახ, რა თქმა უნდა, მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა დე­დას, ხომ იცით, დე­დე­ბი სხვა­ნა­ი­რად გა­ნიც­დი­ან ყვე­ლა­ფერს, ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა მა­ინც შეს­წევს ძალა უყუ­როს ლა­შას ჭი­და­ო­ბას.

- რა ასა­კი­დან და ვისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ი­წყო
ლა­შამ ძი­უ­დო­ზე სი­ა­რუ­ლი?

- ძა­ლი­ან მოძ­რა­ვი ბავ­შვი იყო პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე და პი­რა­დად ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ვიყ­ვა­ნე მე­სა­მეკ­ლა­სე­ლი ლაშა ძი­უ­დო­ზე, ჩვენს სო­ფელ­ში, არ­ხი­ლოს­კა­რის დარ­ბაზ­ში, კახა წიკ­ლა­ურ­თან.

- რო­გორც ჩანს, მა­ლე­ვე მი­აღ­წია ლა­შამ წარ­მა­ტე­ბას, 10 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გამ­ხდა­რა...

- დიახ, ძი­ო­დო­ზე სი­ა­რუ­ლის და­წყე­ბი­დან ორ წელ­ში გახ­და, რო­გორც ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში, ასე­ვე ძი­ო­დო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ნამ თბ­ლის­ში გად­მო­ვიყ­ვან­დი სა­ვარ­ჯი­შოდ, და­ახ­ლო­ე­ბით 4-ჯერ გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, თუ არ მეშ­ლე­ბა. შემ­დეგ უკვე მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში, გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ კლუბ "გან­თი­ად­ში" და ლექ­სო ღვი­ნი­აშ­ვილს მი­ვა­ბა­რეთ.

- რა აზ­რის იყო დედა, ლა­შას ძი­უ­დო­ზე ტა­რე­ბა რომ გა­და­წყვი­ტეთ?

- გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა ჩემი სი­ტყვა და სურ­ვი­ლი. სა­ერ­თოდ მი­მაჩ­ნია, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას მშო­ბელ­მა უნდა გა­უკვლი­ოს გზა შვილს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

bejani
28 ივლისი 2021 17:29
გილოცავ ლაშა! გილიცავ საქართველო! ღმერთმა შენისთანა ქართველები უმრავლოს საქართველოს! შენ დღეს ნამდვილად დაამტკიცე, რომ 300 არაგველის ღირსეული შთამომავალი ხარ ჩემო გუდამაყრელო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები