"ვფიქრობდი, ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობდი, ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა"

21 წლის ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონია. მან ფინალში გერმანელი გერმანელი მეტოქე, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ლაშა ნახევარფინალში რუს მეტოქეს დაუპირისპირდა და სწორედ მასთან გამარჯვებით მოიპოვა ფინალის საგზური. გთავაზობთ ინტრევიუს ფრგმეტს ლაშას მამასთან, ბატონ გელა ბექაურთან, რომელიც mshoblebi.ge-მ 2 წლის წინა ჩაწერა. მაშინ, როდესაც ნასაუში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 წლის არხილოსკაროელი ლაშა ბექაური 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ქართველ გულშემატკივარს უდიდესი სიხარული მიანიჭა ამ გამარჯვებით.

- ცხადია, მამა ხართ და მის ორთაბრძოლებს უყურებთ და დედა ადევნებს თვალს?

- დიახ, რა თქმა უნდა, მე პროფესიონალის თვალით ვუყურებ. რაც შეეხება დედას, ხომ იცით, დედები სხვანაირად განიცდიან ყველაფერს, ემოციურები არიან, თუმცა მაინც შესწევს ძალა უყუროს ლაშას ჭიდაობას.

- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ლაშამ ძიუდოზე სიარული?

- ძალიან მოძრავი ბავშვი იყო პატარაობიდანვე და პირადად ჩემი გადაწყვეტილებით მივიყვანე მესამეკლასელი ლაშა ძიუდოზე, ჩვენს სოფელში, არხილოსკარის დარბაზში, კახა წიკლაურთან.

- როგორც ჩანს, მალევე მიაღწია ლაშამ წარმატებას, 10 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გამხდარა...

- დიახ, ძიოდოზე სიარულის დაწყებიდან ორ წელში გახდა, როგორც ქართულ ჭიდაობაში, ასევე ძიოდოში საქართველოს ჩემპიონი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ თბლისში გადმოვიყვანდი სავარჯიშოდ, დაახლოებით 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუ არ მეშლება. შემდეგ უკვე მოზარდობის ასაკში, გადმოვიყვანეთ კლუბ "განთიადში" და ლექსო ღვინიაშვილს მივაბარეთ.

- რა აზრის იყო დედა, ლაშას ძიუდოზე ტარება რომ გადაწყვიტეთ?

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი სიტყვა და სურვილი. საერთოდ მიმაჩნია, რომ პროფესიის არჩევისას მშობელმა უნდა გაუკვლიოს გზა შვილს. გააგრძელეთ კითხვა