"მისი გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა"
"მისი გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა"
"ცხოვრებამ იმდენ საინტერესო ადამიანთან შემახვედრა, ადვილი არ არის, მათგან რომელიმე გამოვარჩიო, მაგრამ მაინც შევძლებ, თქვენთან დღეს ერთ პიროვნებაზე ვილაპარაკებ", - ამბობს პოეტი ეთერ თათარაიძე და თენგიზ მირზაშვილს - ყველასთვის საყვარელ "ჩუბჩიკას" იხსენებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მისი გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა. თენგიზი ავადმყოფობდა, მისი ამბავი მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მაინც ვერაფრით შევეგუე, ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ სხვა განზომილებაში გადავსულიყავი. ვფიქრობდი, აზრი ლექსების
წერასაც აღარ ჰქონდა. ჩემგან განსხვავებით, თენგიზმა ჩემი ლექსები ზეპირად იცოდა. თავად წერდა, დღე არ გავა, ეთერ თათარაიძეს არ შევეხმიანო და არ ვკითხო, იმ დღეს რა დაწერაო?.."

"შენი ავადმყოფობით ავადობდა, შენი სიხარულით ხარობდა. ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით. მე და ამირანი თავისთან სახელოსნოში გადაგვიყვანა საცხოვრებლად. ეს ცალკე
ამბავია. ჩვენ ლექსებს ვკითხულობდით, ის ხატავდა, მურაბებს ვხარშავდით. ისე იოლად ხატავდა, იფიქრებდი, ამას მეც შევძლებო. ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია..."

"ახლობლის ოჯახში სტუმრად ვიყავი, ერთ ტილოზე მითხრეს, ეს "ჩუბჩიკას" ნახატიაო, ბედნიერები იყვნენ. შევხედე და მივხვდი, გაყალბებული იყო. თავიდან არ შევიმჩნიე, მერე მათ კიდევ შევხვდი, კარგად დავაკვირდი, შემამჩნიეს, ასე რატომ უყურებო? ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რომ ის მირზაშვილის ტილო არ იყო. "ჩუბჩიკა" გენიალური ადამიანი იყო, შორს იხედებოდა, ჩვენს კულტურას ფესვებამდე ხედავდა და იყო ძალიან მგრძნობიარე, შეგრძნების საოცარი უნარით დაჯილდოებული..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები