აცრა მანქანიდან გადმოუსვლელად - რა ზომებს უნდა მიმართოს მთავრობამ, რომ ვაქცინაციის პროცესი გამარტივდეს და აქტივობა გაიზარდოს - კვირის პალიტრა

აცრა მანქანიდან გადმოუსვლელად - რა ზომებს უნდა მიმართოს მთავრობამ, რომ ვაქცინაციის პროცესი გამარტივდეს და აქტივობა გაიზარდოს

"ნებისმიერი ბარიერი უნდა მოიხსნას ახლა. ეს იქნება სატელეფონო რეგისტრაცია, ცოცხალი რიგები, ისე, რომ ადგილზე მიხვიდე და იქვე გაიკეთო ვაქცინა და ასევე, მანქანიდან გადმოუსვლელად",- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

მისი თქმით, მანქანიდან გადმოუსვლელად აცრა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია და ის დამატებით რისკებსაც ხსნის.

"ნებისმიერი ბარიერი უნდა მოიხსნას ახლა. ეს იქნება სატელეფონო რეგისტრაცია, ცოცხალი რიგები, ისე, რომ ადგილზე მიხვიდე და იქვე გაიკეთო ვაქცინა და ასევე, მანქანიდან გადმოუსვლელად. ჩვენ უკვე ვიხილეთ ეს როგორ კეთდება სხვა ქვეყნებში "დრაივის" ვარიანტში, მათ შორის, ტესტებს იღებენ ერთ-ერთ ლაბორატორიაში თბილისშიც. შეგიძლია, მანქანით მიხვიდე და ნებისმიერი ტიპის ტესტი ისე ჩაიტარო. ასევე, შეიძლება აცრა გაიკეთო, 15 წუთი გაჩერდე, რაიმე ალერგიული რეაქცია ხომ არა რის და გააგრძელო გზა. ეს რიგების მოწესიგებაში დაგვეხმარება და იმაშიც, რომ რეალურად არ მოხდეს თვითონ ინფექციის გავრცელება ვაქცინაცის პუნქტებში, რაც, თეორიულად შესაძლებელია, იყოს საფრთხე. იმიტომ, რომ ადამიანები მაინც სწორად არ იყენებენ პირბადეს, თავს სრულად არ იცავენ და ისეთი მაღალი გავრცელების პირობებში, რაც სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად დავაჩქაროთ",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, დღეს დაბალი აქტივობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასათანადო კომუნიკაციაა, რის გამოც შესაძლოა, სექტემბერში ყველა ტიპის ვაქცინა ჰქონდეს ქვეყანას, მაგრამ აცრის მსურველი არ იყოს.

"ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ არ მიმდინარეობს სათანადო კომუნიკაცია, არ ვაწვდით ინფორმაციას მუდმივად, პროაქტიულად. არ ვახდენთ კითხვებზე პასუხის გაცემას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, რომ ვაქცინაციაში ჩაერთონ. ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ დაარწმუნებ ადამიანს, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს კომუნიკაცია. სექტემბერში გვექნება უამრავი ვაქცინა, ყველა სახის და არ გვეყოლება უკვე მსურველი. გააგრძელეთ კითხვა