საწვავის ფასი კვლავ იზრდება
საწვავის ფასი კვლავ იზრდება
მიმდინარე წელს საქართველოში საწვავის ღირებულება ახალ-ახალ ანტირეკორდებს ამყარებს.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მყარდება, საწვავის ფასმა ზრდა კვლავ განაგრძო. კერძოდ, ერთ თვეში საწვავის ფასმა საშუალოდ 5%-ით მოიმატა. ერთ თვეში შემცირების ტენდენცია მხოლოდ და მხოლოდ თხევადი გაზის (LPG) განიცადა და მისმა ფასმა 4.15%-ით დაიკლო.

საწვავის ტიპების მიხედვით კი, ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 4.42%- ით გაიზარდა და საშუალოდ 2,95 ლარი შეადგინა. Super 95-ის ფასი
5.42%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 6.03%-ით გაიზარდა Premium 98 ტიპის ბენზინი და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,15 ლარი გახდა. ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები 4.43%-ით გაიზარდა და ერთი ლიტრის ღირებულებამ საშუალოდ 2,93 ლარი შეადგინა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები