"მე "ფაიზერის" ერთმა დოზამ მიშველა... თუმცა ზედა სართულზე სხვა მდგომარეობაა, სამი დღე პანაშვიდები ჩანდა ჩემი ფანჯრიდან"
"მე "ფაიზერის" ერთმა დოზამ მიშველა... თუმცა ზედა სართულზე სხვა მდგომარეობაა, სამი დღე პანაშვიდები ჩანდა ჩემი ფანჯრიდან"
კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ვარ­სი­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კის შემ­დეგ სახ­ლში მკურ­ნა­ლობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ვაქ­ცი­ნამ "ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფაზა გა­და­ა­ტა­ნი­ნა".

რო­გორც ის ჰყვე­ბა თა­ვად "ფა­ი­ზე­რით" აც­რამ და­იც­ვა, თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თის შემ­სწრე გახ­და.

"გა­მომ­წე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და სახ­ლში ვაგ­რძე­ლებ მკურ­ნა­ლო­ბას, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, ვირუ­სი ფაქ­ტი­უ­რად გამ­ქრა­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ლე­ვან რა­ტი­ანს და პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის უძა­ლი­ან­მაგ­რეს გუნდს: თა­მი­ლას, ქე­თის, ოთოს და ყვე­ლა სხვას.

აქვე გე­ტყვით, რომ ფა­ი­ზე­რის ერ­თმა დო­ზამ თა­ვი­სი საქ­მე
გა­ა­კე­თა და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფაზა მარ­ტი­ვად გა­და­მა­ტა­ნი­ნა. ჩვენს სარ­თულ­ზე აც­რი­ლე­ბი იყ­ვნენ და მა­თაც მარ­ტი­ვად გა­და­აქვთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ზედა სარ­თუ­ლებ­ზე სულ სხვა მდგო­მა­რე­ო­ბაა. არ არის საკ­მა­რი­სი სა­წო­ლი. მე­გო­ბა­რი 24 სა­ა­თი ელო­დე­ბო­და რომ პა­ლა­ტა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. ჩემი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნი­სას სამი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა: 30 წლის ორ­სუ­ლი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით, 28 წლის
ბიჭი ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბით და ბო­ლოს 22 წლის გო­გოს გა­უ­ჩერ­და გული. სამი დღე პა­ნაშ­ვი­დე­ბი, ტი­რი­ლი და მან­ქა­ნე­ბის მტვრე­ვა ჩან­და ჩემი ფან­ჯრი­დან.

მოკ­ლედ ყვე­ლა აი­ცე­რით, პირ­ბა­დე ატა­რეთ, დის­ტან­ცია და­ი­ცა­ვით და თავ­ყრი­ლო­ბებს მო­ე­რი­დეთ. მხო­ლოდ აცრა არ შვე­ლის, ყვე­ლა წესი უნდა და­ვიც­ვათ. ეს სუ­რა­თი პირ­ველ დღე­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, ვი­საც პირ­ბა­დე­ში გცხე­ლათ, და­მი­ჯე­რეთ ჟანგბა­დის ნი­ღა­ბი უა­რე­სია" - წერს ვარ­სი­მაშ­ვი­ლი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები