ვარლამ ლიპარტელიანი სპორტულ კარიერას ასრულებს - რას წერს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი სოციალურ ქსელში?
ვარლამ ლიპარტელიანი სპორტულ კარიერას ასრულებს - რას წერს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი სოციალურ ქსელში?
სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სპორ­ტულ კა­რი­ე­რას ას­რუ­ლებს. ემო­ცი­უ­რი ტექ­სტი, რომ­ლი­თაც გულ­შე­მატ­კი­ვარს და­ემ­შვი­დო­ბა, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი დღეს ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე, მის წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში (90 კგ) მე­ხუ­თე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

"მად­ლო­ბა ღმერ­თს იმის­თვის, რაც მომ­ცა დღემ­დე. იყო ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი, ბევ­რი გუ­ლის ტკე­ნა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა მე ძა­ლი­ან გა­მაძ­ლი­ე­რა რო­გორც პი­როვ­ნე­ბა. მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს, ჩემს მე­უღ­ლეს ჩემს შვი­ლებს, რომ­ლებ­მაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი როლი შე­ას­რუ­ლეს!

ვა­მა­ყობ თქვე­ნით! მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც დღემ­დე გვერ­დში
მედ­გა. ვე­რა­სო­დეს გა­და­ვიხ­დი თქვენს ამაგს, მაგ­რამ დგე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში მო­მენ­ტი, როცა რა­ღაც მთავ­რდე­ბა და ეს ის დღეა როცა ჩემ­თვის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა დას­რუ­ლა­და. ვე­რა­სო­დეს გა­და­ვიხ­დი თქვენს ამაგს ერ­თგუ­ლო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო.

ვერ შევ­ძე­ლი ვიცი თქვე­ნი გა­ხა­რე­ბა... მტკი­ვა მაგ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი და ალ­ბათ დიდ­ხანს გ
ამ­ყვე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ფე­რი თქვა ამ დროს, მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ რო უზო­მოდ მიყ­ვარ­ხართ, იმე­დია სხვა ცხოვ­რე­ბა­ში შევ­ძლებ, რომ ცო­ტა­თი მა­ინც შევ­ძლო თქვე­ნი გა­ხა­რე­ბა. ბევ­რი რა­მის თქმა მინ­და, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ იმე­დია ოდეს­მე შევ­ძლებ რომ ყვე­ლა­ფე­რი გი­თხრათ ყვე­ლას" - წერს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.
ნუგზარ ზოიძე
30 ივლისი 2021 10:17
შენ მუდამ იყავ საამაყო პიროვნება დარჩები ამგვარად. ცხოვრაბა მარტო სპორტიული კარიერა არ არის ,შენი ცხოვრება სინამდვილეში ეხლა იწყება ღმერთმა შენს საუკუნოვან ცხოვრებაში მოგცეს ჯამრთელობა და ბევრი და ბევრი წარმატება.შენ სახელმწიფო ბევრჯელ ასახელე შენი დაუღალავი შრომით და იმედი გვაქვს ჯერ კიდევ ბევრჯელ ასახელებ .უბრალოდ ხარ კარგი კაცი ,გაზრდილი კარგი მშობლებისგან მადლობა მათ .დაე ყველა ქართულ ოჯახში გაზრდილიყოს შენისთანა საამაყო ბიჭები
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები