ვარლამ ლიპარტელიანი სპორტულ კარიერას ასრულებს - რას წერს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

ვარლამ ლიპარტელიანი სპორტულ კარიერას ასრულებს - რას წერს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი სოციალურ ქსელში?

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი სპორტულ კარიერას ასრულებს. ემოციური ტექსტი, რომლითაც გულშემატკივარს დაემშვიდობა, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ლიპარტელიანი დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე, მის წონით კატეგორიაში (90 კგ) მეხუთე ადგილზე გავიდა.

"მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს!

ვამაყობ თქვენით! მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო.

ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება... მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ, იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ, რომ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ იმედია ოდესმე შევძლებ რომ ყველაფერი გითხრათ ყველას" - წერს ლიპარტელიანი.