"ეს არის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის უხე­ში ჩა­რე­ვა და საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნა" - რატომ უპირისპირდებიან მწერლები თეა წულუკიანს? - კვირის პალიტრა

"ეს არის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის უხე­ში ჩა­რე­ვა და საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნა" - რატომ უპირისპირდებიან მწერლები თეა წულუკიანს?

ლიტერატურული პრემია "ლიტერას" გარშემო სკანდალი გრძელდება. "მწერალთა სახლმა" გამოაქვეყნა "ლიტერას" ჟიურის შემადგენლობა. ცნობილი გახდა, რომ წელს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის შესაბამისი ბრძანების თანახმად, 5-კაციანი ჟიურის ერთი წევრი სამინისტრომ შეარჩია. ამავე ბრძანების საფუძველზე გახდა ჟიურის წევრების ვინაობის გასაჯაროება დაჯილდოების ცერემონიალამდე საჭირო. მანამდე ჩატარებული კონკურსებისას, ჟიურის შემადგენლობა წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.

წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა კი ასეთია:

ბელა წიფურია - ლიტერატურათმცოდნე

რეზო თაბუკაშვილი - მწერალი

ლელა კოდალაშვილი - მწერალი, კრიტიკოსი

ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი

იოსებ ჭუმბურიძე - პუბლიცისტი

დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.

სამინისტროს მიერ შერჩეული ჟიურის წევრი იოსებ ჭუმბურიძეა, რომელიც მისივე განცხადებებიდან გამომდინარე, მმართველი პარტიის მხარდამჭერია.

წელს, ლიტერატურულ პრემია "ლიტერას" კულტურის მინისტრის პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით გამოეთიშნენ მწერლები - ტორესა მოსი და მათე სარალიშვილი, ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემაც, რომელმაც "ბოლშევიკური წესი" უწოდა მწერალთა სახლის ორგანიზებულ კონკურსში სამინისტროს წარდგენილი ჟიურის წევრის ჩასმას.

AMBEBI.GE კომენტარისთვის ირაკლი კაკაბაძეს და ტორესა მოსის დაუკავშირდა:

ირაკლი კაკბაძე:

- ჩემი სათქმელი ჩემივე "ფეისბუქსტატუსში" ჩამოვაყალიბე, თუმცა თქვენც გეტყვით. საიდან მოიტანეს, რომ ჟიურის წევრს სამინისტრო ნიშნავს, თუ წარადგენს?! ეს არის კულტურის მინისტრის უხეში ჩარევა და ჩემი აზრით, ძველი საბჭოთა ტრადიციის აღდგენა - ცენზურის მივლენა. ეს ფორმა ვფიქრობ, სრულად შურაცხმყოფელია ქართველი მწერლების, თვითონ "მწერალთა სახლის" იდეის და იმ დიდი საქმეების მიმართ, რასაც ეს გუნდი ამ ხნის განმავლობაში ემსახურებოდა. "ლიტერა" სხვა კონკურსენისგან ასე თუ ისე გამორჩეული, ობიექტური, საინტერესო კონკურსი იყო, რომელიც სახელმწიფოს, ბანკების ჩარევისგან თავისუფალი გახლდათ.

ამიტომ, კოლეგების მიმართ მინდოდა, სოლიდარობა გამომეხატა და თავს ვიკავებდი, რომ "ლიტერას" არ დაეკარგა სახელი და თავისი ხიბლი, მაგრამ მინისტრის გადაწყვეტილება, ვიმეორებ, ამ საოცარი ბოლშევიკური მეთოდით, რომ ჟიურის წევრად საკუთარი წარმომადგებელი ჩანერგა, ყველა საზღვარს გასცდა. გაგრძელება