"ეს არის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის უხე­ში ჩა­რე­ვა და საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნა" - რატომ უპირისპირდებიან მწერლები თეა წულუკიანს?
29-07-2021
"ეს არის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის უხე­ში ჩა­რე­ვა და საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნა" - რატომ უპირისპირდებიან მწერლები თეა წულუკიანს?
ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "ლი­ტე­რას" გარ­შე­მო სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. "მწე­რალ­თა სახ­ლმა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ლი­ტე­რას" ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წელს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, 5-კა­ცი­ა­ნი ჟი­უ­რის ერთი წევ­რი სა­მი­ნის­ტრომ შე­არ­ჩია. ამა­ვე ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გახ­და ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლამ­დე სა­ჭი­რო. მა­ნამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბი­სას, ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა.

წლე­ვან­დე­ლი ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა კი ასე­თია:

ბელა წი­ფუ­რია - ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე

რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი - მწე­რა­ლი

ლელა კო­და­ლაშ­ვი­ლი - მწე­რა­ლი, კრი­ტი­კო­სი

ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვი -
ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე, მთარ­გმნე­ლი

იო­სებ ჭუმ­ბუ­რი­ძე - პუბ­ლი­ცის­ტი

დი­ზა­ი­ნის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ჟი­უ­რის კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­უ­წევს ილუსტრა­ტო­რი გი­ორ­გი ჯინ­ჭა­რა­ძე.

სა­მი­ნის­ტროს მიერ შერ­ჩე­უ­ლი ჟი­უ­რის წევ­რი იო­სებ ჭუმ­ბუ­რი­ძეა, რო­მე­ლიც მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­
დამ­ჭე­რია.

წელს, ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრე­მია "ლი­ტე­რას" კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პო­ლი­ტი­კის გამო პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­მო­ე­თიშ­ნენ მწერ­ლე­ბი - ტო­რე­სა მოსი და მათე სა­რა­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე დი­ზა­ი­ნე­რი ნა­ტა­ლია ავა­ლი­ა­ნი.

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჟი­უ­რის ერთი წევ­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ნიშ­ნა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა მწე­რალ­მა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე­მაც, რო­მელ­მაც "ბოლ­შე­ვი­კუ­რი წესი" უწო­და მწე­რალ­თა სახ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­კურ­სში სა­მი­ნის­ტროს წარ­დგე­ნი­ლი ჟი­უ­რის წევ­რის ჩას­მას.

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს და ტო­რე­სა მო­სის და­უ­კავ­შირ­და:

ირაკ­ლი კაკბა­ძე:
- ჩემი სათ­ქმე­ლი ჩე­მი­ვე "ფე­ის­ბუქსტა­ტუს­ში" ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე, თუმ­ცა თქვენც გე­ტყვით. სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს, რომ ჟი­უ­რის წევ­რს სა­მი­ნის­ტრო ნიშ­ნავს, თუ წა­რად­გენს?! ეს არის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის უხე­ში ჩა­რე­ვა და ჩემი აზ­რით, ძვე­ლი საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნა - ცენ­ზუ­რის მივ­ლე­ნა. ეს ფორ­მა ვფიქ­რობ, სრუ­ლად შუ­რა­ცხმყო­ფე­ლია ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის, თვი­თონ "მწე­რალ­თა სახ­ლის" იდე­ის და იმ დიდი საქ­მე­ე­ბის მი­მართ, რა­საც ეს გუნ­დი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. "ლი­ტე­რა" სხვა კონ­კურ­სე­ნის­გან ასე თუ ისე გა­მორ­ჩე­უ­ლი, ობი­ექ­ტუ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სი იყო, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს, ბან­კე­ბის ჩა­რე­ვის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­ლდათ.

ამი­ტომ, კო­ლე­გე­ბის მი­მართ მინ­დო­და, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­მე­ხა­ტა და თავს ვი­კა­ვებ­დი, რომ "ლი­ტე­რას" არ და­ე­კარ­გა სა­ხე­ლი და თა­ვი­სი ხიბ­ლი, მაგ­რამ მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვი­მე­ო­რებ, ამ სა­ო­ცა­რი ბოლ­შე­ვი­კუ­რი მე­თო­დით, რომ ჟი­უ­რის წევ­რად სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გე­ბე­ლი ჩა­ნერ­გა, ყვე­ლა სა­ზღვარს გას­ცდა. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები