"1-ლი ივლისის მონაცემებით, ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"1-ლი ივლისის მონაცემებით, ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ორი დოზით ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მინიმალურია. როგორც ზახაშვილმა მედია- სემინარზე აღნიშნა, 1-ელი ივლისის მონაცემებით, ორჯერადად აცრილ პირებში ლეტალობის შემთხვევა არ ყოფილა.

"1-ლი ივლისის მდგომარეობით ჩანს, რომ საკმაოდ დაბალია ქვეყანაში აცრილთა შორის ინფიცირების შემთხვევები. ამ რაოდენობას მცირედ აღემატება პირველი დოზით შემდეგ ინფიცირება, ხოლო მეორე დოზის შემდეგ ინფიცირება მინიმალურია. 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ორჯერადად აცრილებში ლეტალური შემთხვევა აღწერილი არ გვაქვს",- განაცხადა ზახაშვილმა.