გურამ თუშიშვილი ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელია - ფინალში ის ჩეხ მეტოქესთან დამარცხდა
გურამ თუშიშვილი ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელია - ფინალში ის ჩეხ მეტოქესთან დამარცხდა
+100 წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ძი­უ­დო­ის­ტი გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რია. ფი­ნალ­ში ის ჩე­ხე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ ლუ­კაშ კრპა­ლე­კის­თან და­მარ­ცხდა.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში თუ­შიშ­ვილ­მა რუ­სე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ტა­მერ­ლან ბა­შა­ე­ვი სუფ­თა გდე­ბით და­ა­მარ­ცხა.

შე­გახ­სე­ნებთ, ტურ­ნი­რის მთა­ვარ ფა­ვო­რიტს, ფრანგ ტედი რი­ნერს მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში სწო­რედ ბა­შა­ევ­მა აჯო­ბა.

თუ­შიშ­ვილ­მა ას­პა­რე­ზო­ბა მე­ო­რე წრი­დან და­ი­წყო, სა­დაც ტა­ჯი­კე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ რა­ხი­მოვს და­მა­ჯე­რებ­ლად სძლია. მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში კი ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბის წევ­რი და 2-გზის ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხლის მფლო­ბე­ლი, რა­ფა­ელ სილ­ვა გაფრ­თხი­ლე­ბე­ბით და­ა­მარ­ცხა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები