"ოქტომბრის შემდეგ შეიძლება სხვა რესპირაციული ვირუსიც იყოს, ამიტომ ეს 3 თვე კრიტიკულია, თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდემია დავამარცხოთ"
"ოქტომბრის შემდეგ შეიძლება სხვა რესპირაციული ვირუსიც იყოს, ამიტომ ეს 3 თვე კრიტიკულია, თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდემია დავამარცხოთ"
"ყველა ერთად როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ სამი თვე - აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი გვქონდეს მაქსიმალური აცრების მაჩვენებელი, საუკეთესო და იდეალური იქნება თუ ჩვენ ყველა ერთად მილიონ აცრას გავაკეთებთ თითო თვეში, ანუ 3 მილიონს სამ თვეში - შევაკავებთ სრულად და გადავლახავთ სრულად ამ პანდემიის ყველა მაჩვენებელს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემით საქართველოში ორჯერადად 149 ათასი
ადამიანია აცრილი.

"დილის მონაცემებით ქვეყანაში ჩატარებულია 450 ათასი აცრა და აქედან 149 ათასი ადამიანი არის ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი, ერთხელ აცრილია 300 ათასზე მეტი ადამიანი. ბოლო დღეების განმავლობაში საშულო დღიური აცრის მაჩვნებელი გვაქვს დაახლოებით 15 000-მდე, რაც კარგია, მაგრამ არ არის ის, რაც
ჩვენ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ აგვისტოს განმავლობაში საშუალოდ 20-25 ათასი აცრა გვქონდეს. ყველა ერთად როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ სამი თვე - აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი გვქონდეს მაქსიმალური აცრების მაჩვენებელი. ჩვენ დავყავით სამ სამიზნედ, საუკეთესეო იქნება და იდეალური თუ ჩვენ ყველა ერთად მილიონ აცრას გავაკეთებთ თითო თვეში, ანუ 3 მილიონს სამ თვეში - შევაკავებთ სრულად და გადავლახავთ სრულად ამ პანდემიის ყველა მაჩვენებელს, შემდეგი სამიზნე გვაქვს 800 ათასი აცრა ყოველ თვეში, ეს ძალიან კარგი იქნება და მესამე სამიზნე შედარებით მოკრძალებული, მაგრამ თუ ამ მოკრძალებულსაც გავაკეთებთ, დამერწმუნეთ, რომ სერიოზულ შედეგებს მივიღებთ - ეს გახლავთ 600 ათასი აცრა ყოველთვიურად. მოგეხსენებათ, ოქტომბრის შემდეგ შეიძლება იყოს სხვა რესპირაციული ვირუსიც, ამიტომ ეს სამი თვე არის კრიტიკული თუ ჩვენ გვინდა, რომ დავამარცხოთ ეპიდემია ქვეყანაში. დღეს, 161 დაწესებულება აწარმოებს აცრებს და არის 380 ამცრელი ბრიგადა და გუშინ, დაემატა კიდევ 28 ამცრელი ბრიგადა "ფაიზერზე". ხვალ "ფაიზერის" სერიოზული დოზა შემოდის, ანუ არის საშუალება, რომ ავიცრათ. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონამდე დოზაა სხვადასხვა ვაქცინის", - განაცხადა გამყრელიძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები