"ურ­თუ­ლე­სი ორი წელი დამ­თავ­რდა და დამ­თავ­რდა მედ­ლით, შენ ეს შე­ძე­ლი. ამა­ყი ვარ, რომ მქვია შენი მე­უღ­ლე" - კვირის პალიტრა

"ურ­თუ­ლე­სი ორი წელი დამ­თავ­რდა და დამ­თავ­რდა მედ­ლით, შენ ეს შე­ძე­ლი. ამა­ყი ვარ, რომ მქვია შენი მე­უღ­ლე"

გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის შემდეგ, მესამე სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ნახევარფინალში თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა. ფინალში ის ჩეხეთის წარმომადგენელ ლუკაშ კრპალეკისთან დამარცხდა.

ძიუდოისტის სპორტული კარიერა არაერთ წარმატებას ითვლის, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონობას.

სპორტსმენი 18 წლის იყო, როდესაც "დიდების საქართველო" მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად მზადება დაიწყო. ერთ დღეს ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, თუმცა გამგზავრებაზე უარი არ უთქვამს. ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლა წააგო და ტრავმა ისე გაურთულდა, რომ საკმაოდ მძიმე ოპერაცია დასჭირდა. იმჟამად ექიმები იმედს არ აძლევდნენ, რომ ოდესმე მაინც შეძლებდა პროფესიულ სპორტში დაბრუნებას.

ეს იყო გურამ თუშიშვილის ცხოვრებაში ყველაზე არასპორტული რვა თვე.

"რეჟიმიდან ამოვვარდი, სულ გარეთ ვიყავი და სახლში გვიან ვბრუნდებოდი. ორგანიზმი გაზარმაცებული მქონდა. ამის მერე ვარჯიშის დაწყება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ამაში ბავშვობიდან გამოყოლილი სპორტული შემართება დამეხმარა. სულ მქონდა "ჟილკა", ჩემპიონი გავმხდარიყავი. მინდოდა, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონობა, რაც ჩემი ოჯახის მხარში დგომით, შევძელი კიდეც. 4-5 თვე დამჭირდა სპორტული ცხოვრება რომ დამეწყო და მერე ფორმაშიც ჩავდექი..." - ყვებოდა გურამი ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ორი წლის წინ.

სპორტსმენი დაოჯახებულია. მისი მეუღლე პროფესიით ფსიქოლოგი ანი პაიკიძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი - 5 წლის სესილია ჰყავს. გურამ თუშიშვილისთვის ანი ბავშვობის სიყვარულია. გოგონა ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა, როდესაც ის დასასვენებლად ადიოდა კოჯორში. გააგრძელეთ კითხვა