"ხმამაღლა ვთქვი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ მჯეროდა... ამის გამო, ავტოფარეხში ჩამკეტეს და ოთხმა კაცმა უმოწყალოდ მცემა!"
"ხმამაღლა ვთქვი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ მჯეროდა... ამის გამო, ავტოფარეხში ჩამკეტეს და ოთხმა კაცმა უმოწყალოდ მცემა!"
"ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვთქვი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ მჯეროდა... ამის გამო 2007 წელს ავტოფარეხში ჩამკეტეს და ოთხმა კაცმა უმოწყალოდ მცემა!
2 თვე ვიწექი და სინათლე რომ შემოდიოდა, არ მსიამოვნებდა, თვალებახვეულს მეძინა... ღმერთს ვთხოვ, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, რომ მხოლოდ გონიერი და კეთილი ადამიანები ვიხილო ჩვენი ქვეყნის სათავეში!" - ამბობს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ინტერვიუში, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "გზა". გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

- ვინ იცის, რა
ტალახს არ მესროდნენ, რას აღარ მაბრალებდნენ! ჩემმა მეუღლემ მომცა ძალა, თორემ ერთი პერიოდი მინდოდა, ყველაფერი დამეტოვებინა და ამ ქვეყნიდან წავსულიყავი. ყველაფერი ასე დაიწყო: ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვთქვი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ მჯეროდა... ამის გამო 2007 წელს ავტოფარეხში ჩამკეტეს და ოთხმა კაცმა უმოწყალოდ
მცემა! მეზობელმა შემთხვევით მიპოვა ავტოფარეხში ჩაკეტილი და მიგდებული. ამის შემდეგ მეც დიაბეტი დამემართა და დედაჩემსაც. იმ საშინელ დღეს არასდროს გავიხსენებდი, მაგრამ როცა დღეში 2-3 ნემსს იკეთებ, როცა ჯანმრთელობა შერყეული გაქვს, ძალაუნებურად გახსენდება ყველაფერი. არ ვამბობ, რომ ახლა ყველაფერი მომწონს და კარგია, მაგრამ მთელი არსებით მძულს ის ხალხი, ვინც წინა ხელისუფლების დროს უდანაშაულო ადამიანებს სჯიდა. მათთვის ვიღაცის მოკვლა და სადღაც მიგდება არაფერს ნიშნავდა. როგორ უნდა მიყვარდეს ხალხი, რომელიც ჩემს ოჯახს ანადგურებდა და ორ მცირეწლოვან შვილს მამას უკლავდა? ყველა იმ ხელისუფლების მომხრე ვარ, ვინც თავის ხალხს მუშაობის და არსებობის საშუალებას მისცემს. ამიტომ მიკვირს, როცა ვიღაცებს იმ ჯალათების უკან დაბრუნება სურთ! დღეს უკვე აღარ მაინტერესებს, რაც უნდათ, ის წერონ და იკითხონ, ჩემს ოჯახთან ბრძოლა ძალიან რთული საქმეა. ეს პირველ რიგში, ირინას დამსახურებაა, რადგან მან გადაგვატანინა ის სიბინძურე და განსაცდელი, რომელიც ჩვენს ოჯახს თავს დაატყდა. ჩემდა გასაკვირად, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა: ბევრი ისეთი რამ გადაიტანა, რასაც ყველა ვერ გადაიტანდა: შეურაცხყოფა, დამცირება, ლანძღვა-გინება და შიში. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს "ვარსკვლავების" პროექტიც წამართვეს, რომელიც მე მეკუთვნოდა და მხოლოდ 2012 წლის შემდეგ დავიბრუნე. კიდევ კარგი, ის საშინელი პერიოდი წარსულს ჩაჰბარდა და დღეს თავისუფლად შემიძლია საყვარელი საქმე ვაკეთო!

- რამდენიმე ფოტო პატრიარქთან ერთად გაქვთ გადაღებული. მეგობრობთ მასთან?
- როგორ გითხრათ?.. პატრიარქმა გადამარჩინა და ის ჩემთვის ყველაფერია. ვწუხვარ, რომ მას ასე ებრძვიან, რომ იმ ადამიანის დამცირება სურთ, რომელსაც ქვეყანაში ამხელა რეიტინგი აქვს. დიახ, მე უწმინდესმა გადამარჩინა: იმ ამბების შემდეგ, 2007 წელს, ძალიან ცუდად ვიყავი... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სტატია სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები