"ჯერ შვილს გავაჩენ, შემდეგ კი ქმარს მოვძებნი"- რას ფიქრობენ ფსიქოლოგები "ახალი თაობის" ოჯახებზე
"ჯერ შვილს გავაჩენ, შემდეგ კი ქმარს მოვძებნი"- რას ფიქრობენ ფსიქოლოგები "ახალი თაობის" ოჯახებზე
ძალიან ბევრი ქალი გეგმავს, რომ გათხოვდება, შემდეგ შვილებს გააჩენს და ბედნიერად იცხოვრებს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც საპირისპირო გეგმა აქვთ - ჯერ შვილს გააჩენენ და შემდეგ მოძებნიან ოცნების მამაკაცს.

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ბავშვი ჩნდება ქორწინების გარეშე. ქალებს კი მარტოხელა დედებს აღარ ეძახიან, როგორც 20-30 წლის წინ ხდებოდა. მათზე არც ზურგს უკან ჭორაობენ, რადგან ქალები, როგორც წესი, ამას სრულიად დაგეგმილად და გაცნობიერებულად აკეთებენ. ისინი თვლიან, რომ შვილთან ერთად მარტო ცხოვრება
იდეალური ოჯახის მოდელია, ასე უფრო დამოუკიდებლად და თავისუფლად გრძნობენ თავს.
თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მაინც გადაწყვეტენ ხოლმე ქმრის პოვნას. მიუხედავად ამისა, თითოეული ისტორია მაინც განსხვავებული და ინდივიდუალურია, მიზეზიც სხვადასხვაა. მაგალითად:

ქალი აცნობიერებს, რომ ადამიანთან, რომელიც უყვარდა, ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა, სურს, რომ მისგან შვილი ჰყავდეს. შემდეგ
კი ცხოვრებას უფრო რეალისტურად და პრაგმატულად უყურებს. ფიქრობს, რომ ბავშვს ნორმალური მამა, მას კი შესაფერისი ქმარი სჭირდება.

ქალი იმდენად დაკავებულია საკუთარი კარიერის მოწყობით, რომ მისთვის სრულფასოვანი ოჯახი, ცოლის როლი ზედმეტი ტვირთია. ამის არც დრო აქვს და არც სურვილი. თუმცა, შვილი უნდა. მისი ნება რომ იყოს, ამ პროცესსაც ათეული წლები გადადებდა, თუმცა, ბუნების კანონზომიერებას წინ ვერ აღუდგება.

ან კიდევ ქალს არ აქვს გრძნობა მამაკაცის მიმართ. ლოდინი, თუ როდის მოვა ნამდვილი სიყვარული, არ შეუძლია. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები