2 ქართველ ძიუდოისტს, რომლებმაც ოლიმპიური სოფელი თვითნებურად დატოვეს,აკრედიტაციები ჩამოართვეს - რას წერს BBC? - კვირის პალიტრა

2 ქართველ ძიუდოისტს, რომლებმაც ოლიმპიური სოფელი თვითნებურად დატოვეს,აკრედიტაციები ჩამოართვეს - რას წერს BBC?

ტოკიოს ოლიმპიადის 2 ქართველ სპროტსმენს, რომლებმაც ოლიმპიური სოფელი თვითნებურად დატოვეს, რათა ტოკიოს ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ, ოლიმპიადის დატოვება მოუწევთ, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ჩვენ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან გვჯერა, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიო 2020-ის სპიკერმა.

გამოცემის ცნობით, ოლიმპიადის დაწყებიდან, ეს მსგავსი პირველი ინციდენტია. კოვიდრეგულაციების დამრღვევი სპორტსმენების ვინაობა არ სახელდება, თუმცა სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი ვერცხლის მედლის მფლობელი ქართველი ძიოდისტები არიან.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა უკვე დაასრულეს.

"ინტერპრესნიუსი"