"ბრავო, კონსტანტინე, ასეთი შვილების გაზრდისთვის" - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამხსახურდიას ძმისშვილზე?
"ბრავო, კონსტანტინე, ასეთი შვილების გაზრდისთვის" - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამხსახურდიას ძმისშვილზე?
კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი საქართველოში იმყოფება. მიზეზი თუ, რის გამო ჩამოვიდა დემეტრე სამსობლოში, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა ჯაბაური წერს.

"ხელოვნება არის თავისუფლების სივრცე. სადაც წყდება ხელოვნება, იქ მთავრდება თავისუფლებაც - ამბობს და პანდემიის პირობებში, საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარისხის გაზრდაში საკუთარი წვლილის შესატანად შვეიცარიიდან ჩამოდის კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტი ძალიან წარმატებულია - კიდევ ერთხელ ატყვევებს დარბაზს საკუთარი კომპოზიციების საოცარი შესრულებით.
თუმცა… ერთი მთავარი მიზეზი კიდევ აქვს მის საქართველოში დაბრუნებას, რომელსაც საჯაროდ არ ახმოვანებს
(ასეა - იმის შესახებ მეტად გიჭირს ლაპარაკი, რაც ძალიან გტკივა) - მონატრებულ ბიძასთან უნდა ყოფნა.
თბილი, ზრდილი, ღრმა სულიერებისა და შინაგანი კულტურის, უნიჭიერესი, მზრუნველი და ყურადღებიანი - ასეთია ჩვენი დემეტრე გამსახურდია, ევროპელი ქართველი, საუკეთესო გაგებით.
ბრავო, კონსტანტინე, ასეთი შვილების გაზრდისთვის. ძნელი სათქმელია, რომელი რომელს სჯობს"-
წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე. (წყარო)

ინფორმაციისთვის, კონსტანტინეს (კოკო) ხელოვნებათმცოდნე ნინო გამსახურდიასთან ორი ვაჟი ჰყავს – დემეტრე და ზვიადი, რომელიც ბაბუის მოსახელეა.დემეტრე გამსახურდია წარმატებული  ახალგაზრდა კომპოზიტორია, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები