კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი საქართველოში იმყოფება. მიზეზი თუ, რის გამო ჩამოვიდა დემეტრე სამსობლოში, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა ჯაბაური წერს."ხელოვნება არის თავისუფლების სივრცე. სადაც წყდება ხელოვნება, იქ მთავრდება თავისუფლებაც - ამბობს და პანდემიის პირობებში, საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარისხის გაზრდაში საკუთარი წვლილის შესატანად შვეიცარიიდან ჩამოდის კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტი ძალიან წარმატებულია - კიდევ ერთხელ ატყვევებს დარბაზს საკუთარი კომპოზიციების საოცარი შესრულებით. თუმცა… ერთი მთავარი მიზეზი კიდევ აქვს მის საქართველოში დაბრუნებას, რომელსაც საჯაროდ არ ახმოვანებს (ასეა - იმის შესახებ მეტად გიჭირს ლაპარაკი, რაც ძალიან გტკივა) - მონატრებულ ბიძასთან უნდა ყოფნა.თბილი, ზრდილი, ღრმა სულიერებისა და შინაგანი კულტურის, უნიჭიერესი, მზრუნველი და ყურადღებიანი - ასეთია ჩვენი დემეტრე გამსახურდია, ევროპელი ქართველი, საუკეთესო გაგებით.ბრავო, კონსტანტინე, ასეთი შვილების გაზრდისთვის. ძნელი სათქმელია, რომელი რომელს სჯობს"- წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე. (წყარო)ინფორმაციისთვის, კონსტანტინეს (კოკო) ხელოვნებათმცოდნე ნინო გამსახურდიასთან ორი ვაჟი ჰყავს – დემეტრე და ზვიადი, რომელიც ბაბუის მოსახელეა.დემეტრე გამსახურდია წარმატებული ახალგაზრდა კომპოზიტორია, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს.