17 წლის ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა - კვირის პალიტრა

17 წლის ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა

ახალგაზრდა ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი გარდაიცვალა.

ბათუმის დინამოს აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბათუმის დინამოს აკადემიამ გაავრცელა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დინამო ბათუმის აკადემიის ფეხბურთელის დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო", - წერია ფეისბუქ პოსტში.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სარფში მოხდა. დიმა შატიკაშვილი ზღვაში გადახტა, რა დროსაც გარდაიცვალა.

დიმა 17 წლის იყო.