"გამარჯვება ჩემს ერს მივუძღვენი, უბედნიერესი ვარ, რომ ამდენი ხალხის გახარების მიზეზი გავხდი" - კვირის პალიტრა

"გამარჯვება ჩემს ერს მივუძღვენი, უბედნიერესი ვარ, რომ ამდენი ხალხის გახარების მიზეზი გავხდი"

ეს გამარჯვება ჩემს ერს მივუძღვენი და დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენი ხალხის გახარების მიზეზი გავხდი, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"სიტყვები არ მყოფნის, შოკში ვარ. მიყვარხართ ყველა", - განაცხადა ბექაურმა.

ძიუდოისტთა ნაკრები საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მათ აეროპორტში გულშემატკივრები ტაშით და ოვაციით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"