"საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსია საჭირო" - კვირის პალიტრა

"საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსია საჭირო"

"საბჭოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსია საჭირო", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იმნაძის თქმით, წარდგენილ რეგულაციებში იყო ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა და რესტორნებში მხოლოდ აცრილების და მინიმუმ გატესტილების შეშვება."საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ. თუმცა საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს და კონსენსუსი ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იყოს არამხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაშიც. ჩვენს მიერ წარდგენილ რეკომენდაციებში ერთ-ერთი იყო ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე რესტორნებში მხოლოდ აცრილების ან წინასწარ გატესტილების დაშვება. ქორწილების თაობაზეც ვისაუბრეთ, კი ბატონო, იყოს 50 ადამიანის დასწრება დაშვებული, მაგრამ ყველა უნდა იყოს აცრილი ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი", - განაცხადა იმნაძემ.