"კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა" - 95 წლის მზექალა შანიძე "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა - კვირის პალიტრა

"კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა" - 95 წლის მზექალა შანიძე "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა

"კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა",- ამის შესახებ ენათმეცნიერმა და ფილოლოგმა მზექალა შანიძემ განაცხადა, რომელიც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა და გამოსავალს ახლაც იმუნიზაციაში ხედავს.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით.