ფშაველი-აბანო-ომალს გზაზე ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი ქვემო ალვანის მკვიდრია, გადარჩენილი ტურისტის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება - კვირის პალიტრა

ფშაველი-აბანო-ომალს გზაზე ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი ქვემო ალვანის მკვიდრია, გადარჩენილი ტურისტის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია.თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში მძღოლი და ერთი გერმანელი ტურისტი იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის გადარჩენა შეძლეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები.