ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - კვირის პალიტრა

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, საქმეში ქართველი ძალოსანი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო.

ჯერჯერობით, გამოსვლა მხოლოდ ატაცში დასრულდა. ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).

ქართველი ძალოსანი მოწინააღმდეგეებს ბევრად აღემატება. მასთან ყველაზე ახლოს ირანელი ალი დავუდია, რომელმაც ატაცში საბოლოოდ, 200 კგ დააფიქსირა.

ასპარეზობა აკვრაში გაგრძელდება, რომლის შემდეგაც საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი.