ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
04-08-2021
ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109 კგ. წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 27 წლის ქართველისთვის ეს რიგით მეორე ოლიმპიური ოქროა.

ტალახაძემ ატაცში 208, 215 და 223 კილოგრამი ასწია, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აკვრაში ქართველმა 265 კილოგრამი დაძლია, რითაც ოლიმპიური ოქრო აიღო.

მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მე-2 ოქრო მოუტანა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის მე-7 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი 1 ბრინჯაო).

შეგახსენებთ, ტალახაძე 5-გზის
ევროპის ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.

იხილეთ ვიდეო


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ შეაფასებთ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს?
თვის კითხვადი სტატიები