"მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია" - როგორ მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება? - კვირის პალიტრა

"მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია" - როგორ მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება?

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაშა ტალახაძეს მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვება მიულოცეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ სპორტსმენს პირადად დაურეკა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად გამარჯვება მიულოცა.

"გილოცავთ, მაგარი კაცი ხარ!“, - მიმართა ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს.

საუბრის ბოლოს პრემიერმა, ასევე მასთან ერთად მყოფმა ირაკლი კობახიძემ, კახა კუჭავამ, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ ქართველ სპორტსმენს დღეს მოპოვებული გამარჯვებისთვის მადლობა ტაშით გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძის მიერ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას პრემიერი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და გამარჯვება სრულიად საქართველოს მიულოცა.

“გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით! მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი! ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!”- დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"რომ ვიცოდე, ლაშას კიდევ რამდენი შეუძლია, საჩხერეში ვინ გამაჩერებს... 10-15 კილოთი მეტის აწევაც შეეძლო" - ლაშა ტალახაძის მამის პირველი კომენტარი