"მე და ირაკლის ზოგჯერ საჭმლის ფული არ გვქონია და კატის საჭმელი გვიჭამია" - კვირის პალიტრა

"მე და ირაკლის ზოგჯერ საჭმლის ფული არ გვქონია და კატის საჭმელი გვიჭამია"

ირაკლი ჩარკვიანი მეოცე საუკუნის 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო. მისი პერსონა ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს განსხვავებული იმიჯით, მუსიკით, ცხოვრების წესით და საინტერესო პირადი ცხოვრებითაც კი. რთულია, მისი ხანმოკლე სიცოცხლის საინტერესო დეტალებს გვერდი აუარო.

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ''მეფეს'' სამი ცოლი ჰყავდა და საკმაოდ ბობოქარი პირადი ცხოვრება ჰქონდა.

ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრების ბოლო თანამგზავრი იყო ქეთათო, რომელთანაც წლები გაატარა. ქეთათო 17 წლის იყო, როდესაც ბედი თავის საყვარელ მუსიკოსს დაუკავშირა. ხშირად წერდნენ დუეტებს, გამოდიოდნენ კლუბებში კონცერტებზე, რომელთა ჩანაწერებიც დღემდეა შემონახული. შემდეგ შეეძინათ გოგონა – ნანა.

ქეთათომ 2019 წელს  "სირცხვილიას" აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გამოყენების გამო, აქციის ორგანიზატორები საკუთრების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

"როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო" - სწორედ აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი აზრი გადაცემა "სთორიში"

"მე და ირაკლის ის მუსიკა რომ გვიწერია, ზოგჯერ საჭმლის ფული არ გვქონია და კატის საჭმელი გვიჭამია. ირაკლის თვითონ, თითოეული დღე, თითოეული წამი მუსიკაში იყო, აი, ის თითოეული სიტყვა ნაგრძნობია და ახლა ვიღაცა, გუშინ რომ  ვიღაც ერთი პარტიის დამქაში იყო და დღეს რაღაც სხვა როლშია... ირაკლის მაისურებით დარბიან და იძახიან ირაკლი გვიყვარს, რაღაც ჯოჯოები სპეკულირებენ ამით... ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს და მე არ მაქვს უფლება ვინმეს საჯიჯგნი გავხადო... ძალიან ბევრჯერ პოლიტიკური პარტიებიდან ყოფილა შემოთავაზება და მითქვამს, რამდენიმე ნულიც რომ მიამატოთ, არ მიღირს, რადგან არ მინდა რომელიმე ჯგუფს მუსიკოსი იყოს და თუ ოდესმე რაღაცასთან ასოცირებული იქნება, ეს ტყუილად არ უნდა ხდებოდეს. ყველა ფულს აკეთებს და მაინცდამაინც მე უნდა დამაგოიმონ? მაგათი დასაგოიმებელი ვარ?" -აღნიშნა ქეთათომ.