"ჩემს ცოლში ყველაფერია, რაც მჭირდება, რამაც შეიძლება ქალში გაგაგიჟოს"
"ჩემს ცოლში ყველაფერია, რაც მჭირდება, რამაც შეიძლება ქალში გაგაგიჟოს"
ვისზე და რატომ აუცრუვდა გული ლაშა გურგენიძეს?

ლაშა გურგენიძემ, სანამ მსახიობობას გადაწყვეტდა, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა. ამჟამად არის თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრების მსახიობი, ასევე - "სთენდაფერი". მისი ჰობი ფოტოგრაფიაა, განტვირთვის საუკეთესო საშუალებად კი მუსიკას მიიჩნევს. ლაშას ცხოვრების დევიზია სიყვარული.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ფოტოგრაფიაში ჩემი უნარიც შემთხვევით აღმოვაჩინე: კიევში პატრიარქთან ერთად ვიყავი. ჩემს უკრაინელ მეგობრებს ფოტოაპარატი ვთხოვე - უბრალოდ, რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გა
დაღება მინდოდა. ფოტოგადაღებას ისე შევყევი და ისე გამიტაცა, რომ მეგონა, ჩემი პროფესია იყო. სხვათა შორის, ახლა ფოტოგამოფენის მოწყობას ვაპირებ..."

"სკოლაში გოგონებს არ მოვწონდი. რამდენიმე მათგანი მეგონა, მიყვარდა. ვაქტიურობდი. ვცდილობდი, გამეკვირვებინა; რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რომ სასურველი გოგონების ყურადღება მიმექცია. ვინც მომწონდა, მათ არ მოვწონდი..."

"ყველაფერი ჩვენს ხელშია: ენერგიას საითაც მიმართავ, იქით
წავა, რა... ჩემს ცოლში ყველაფერია, რაც მჭირდება, რამაც შეიძლება ქალში გაგაგიჟოს: გარეგნობა, პიროვნება, სილამაზე, მეგობრობა..."

"შეიძლება, ვცდები, მაგრამ ალბათ - გაჭირვების, განსაცდელის ჟამს ავლენენ ადამიანები თავიანთ ნამდვილ სახეს. ბოლო დროს, ამაში უფრო მეტად დავრწმუნდი. თუნდაც ახლა, პანდემიისას უამრავმა ადამიანმა ნამდვილი სახე გამოაჩინა: გამოჩნდა მათი პიროვნება, დამოკიდებულება, ფასეულობა... ბევრ მათგანზე გულიც ამიცრუვდა. რაღაცნაირად, შექმნილმა ვითარებამ ადამიანები გამოავლინა.

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი

მერაბი
06 აგვისტო 2021 11:23
ქართველს უთქვამს -ცოლის ქება აუგიაო, ბიჭო, შენ არ გაგიგია?
ხათუნა
06 აგვისტო 2021 10:39
შენც კარგი ბჭი ხარ და შენილამაზი ცოლიც არაჩვეულებრივი გოგოა. სულ მინდა რომ პოზიტივი გიგზავნოთ. იხარეთ და იმრავლეთ. შენ ხარ სახე როგორი უნდა იყოს ცნობილი ადამიანი რომ ხალხს უყვარდე
)))
06 აგვისტო 2021 10:32
ცოლთა ქება აუგია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები