"ვაჟი რომ გარდამეცვალა, ჩემთვის მზე აღარ ანათებდა... ჩემი სიცოცხლის მიზეზი ლაშაა" - რას ჰყვება ლაშა ბექაურის ბებია
"ვაჟი რომ გარდამეცვალა, ჩემთვის მზე აღარ ანათებდა... ჩემი სიცოცხლის მიზეზი ლაშაა" - რას ჰყვება ლაშა ბექაურის ბებია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი - 21 წლის ლაშა ბექაური სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით, ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ჟურნალი "გზა" ლაშას ბებიას, ქალბატონ ეთერ წიკლაურს დაუკავშირდა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ემოციური სტატიიდან, მთლიანი მასალა კი შეგიძლიათ, ჟურნალში იხილოთ:

"დიდი ხანია, რაც ლაშიკო ამას მეუბნება, - ჩამოდი, ბაბო, ჩამოდიო... ოჯახის წევრების ერთად ყოფნა ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა, ეგ სიტყვები რომ მოვისმინე, მესიამოვნა... ჩამოვალ და ჩემს ოჯახთან
ერთად ვიქნები..."

"7 წლისაც არ იყო ლაშა, როცა ბიძა, ანუ ჩემი ერთ-ერთი შვილი გარდაეცვალა. ალბათ, კარგად არ ახსოვდა, მაგრამ ოჯახის წევრებს დამწუხრებულს რომ გვხედავდა, უნდოდა, სულ ბიძაზე ესაუბრა, რთული სიტუაციიდან გამოვეყვანეთ. დაღონებულს რომ დამინახავდა, მოვიდოდა და მომეფერებოდა, - ბაბო, ასეთი დაღონებული ნუ ხარ, რა, გეხვეწებიო...
მინდოდა თუ არა, ცრემლები უნდა შემემშრალებინა და მოვფერებოდი..."

"ყველა და ყველაფერი უყვარდა: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები... ყველა ასაკის ადამიანთან ურთიერთობდა. ზოგთან კურდღლისთვის მიდიოდა - ის კურდღელი მომეცი, ლამაზი თვალები რომ აქვს, უნდა გავაშენოო. ჰყავდა მტრედები..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი

nia
06 აგვისტო 2021 12:11
ეტყობა ძალიან საყვარელი ბიჭია, ალალ-გულა, სიკეთით სავსე.......სიცილი რა კარგი აქვს.......ცოტა მორცხვიც არის, ნუ მთის კაცი მაინც.....გაბუნიას შოუში რომ ლექსი თქვა ---- ეს თვალები ხან დაეხუჭებოდა....ვაიმეეეე....ძაან საყვარელი ხარ ლაშა!!!!
რუსუდანი
06 აგვისტო 2021 11:25
ეტყობა რომ განსაკუთრებულად თბილი ბიჭია❤️
ლალი
06 აგვისტო 2021 10:29
ეს ბიჭი შემიყვარდა, ნეტა მეც 21 წლის ვიყო))))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
27-09-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები