მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია - კვირის პალიტრა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში პეტრიაშვილმა ირანის წარმომადგენელი, ამირ ჰუსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

საწყის შეხვედრაში პირველ ნომრად განთესილმა პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია.

შეგახსენებთ, ტურნირის ფინალური ეტაპი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.