"აუცრელებთან აღარც დომინოს ვითამაშებ და აღარც ნარდს" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"აუცრელებთან აღარც დომინოს ვითამაშებ და აღარც ნარდს" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში?

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპდსიტუაციის გაუარესების გამო მოხდა.

"ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები,

საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება", - განაცხადა ღიბრაძემ.

"ხვალიდან აუცრელებთან აღარც დომინოს ვითამაშებ და აღარც ნარდს" - ასე გამოეხმარა პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. (წყარო)