"გენო ვალდებულია მთელი ქვეყნის ეს დიდი სიყვარული დააფასოს" - პეტრიაშვილის დედის ემოციური პოსტი შვილის მხარდამჭერებს - კვირის პალიტრა

"გენო ვალდებულია მთელი ქვეყნის ეს დიდი სიყვარული დააფასოს" - პეტრიაშვილის დედის ემოციური პოსტი შვილის მხარდამჭერებს

ტოკიოში ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე  გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი ფინალში ამერიკელ გეიბლ სტევესონთან ბოლო წამზე 10:8 დამარცხდა. გულდასაწყვეტი ფინალის მიუხედავად, ქართველ სპორტსმენს გულშემატკივრების მხარდაჭერა და გამხნევება არ მოკლებია.

ტოკიო 2020-ზე ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის დედამ, სოფო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში შვილის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემო საყვარელო ხალხო, დიდი მადლობა ყველას გენოს გამხნევებისთვის და ამ დიდი სიყვარულისთვის. უამრავი წერილი მომწერეს ნაცნობებმაც და სრულიად უცხო ხალხმაც. გვამხნევებენ და მომავალში ოქროს ელოდებიან, უფლის ნებაა ყველაფერი, მადლობა უფალს ყველაფრისათვის. გენო კი ვალდებულია მთელი ქვეყნის ეს დიდი სიყვარული დააფასოს და გაახაროს თავისი ერი!!! - წერს პეატრიაშვილის დედა "ფეისბუქზე". (წყარო)

ასევე დაგაინტერესებთ გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული? 99 დღიანი ტყვეობა სეპარატისტების ხელში, ქორწილი პანდემიის დროს და... - როგორია ქართველი ფალავნის გზა წარმატებამდე?